მსოფლიო ბანკი სიმსუქნის საწინააღმდეგოდ ქვეყნებს ტკბილეულზე გადასახადის ზრდას ურჩევს

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, დედამიწაზე მოსახლეობაში ჭარბი სიმსუქნე სტაბილურად იზრდება, რაც დამატებით ტვირთს ქმნის სახელმწიფო ბიუჯეტებზე. შესაბამისად, ორგანიზაცია ქვეყნებს ურჩევს, რომ ტკბილეულსა და გაზიან სასმელებზე გაზარდოს გადასახადები, რათა მოსახლეობა დაიცვას სიმსუქნისგან და ქვეყნის ბიუჯეტი ზედმეტი ხარჯისგან.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მსოფლიოში მოსახლეობის სიმსუქნის მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. ბოლო მონაცემებით, მოზრდილების 44%-ს, ბავშვების 6%-ს და მოზარდთა 20%-ს ჭარბი წონა აქვთ.

ეს დამატებითი ტვირთია ეროვნული ეკონომიკისთვის: შრომის პროდუქტიულობა ეცემა, მუშები პენსიაზე გადადიან ჯანმრთელობის მიზეზების გამო, ხოლო ჯანმრთელობის სისტემებზე და, შესაბამისად, ქვეყნის ბიუჯეტებზე ტვირთი იზრდება.

ასევე, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ჭარბი წონის მქონე ადამიანების რაოდენობის ზრდამ შესაძლოა, ნეგატიური გავლენა მოახდინოს გლობალურ დათბობაზე. ამიტომ, ბანკის სთავაზობს ქვეყნებს, გაზარდონ გადასახადები შაქარზე, მის პროდუქტებსა და გაზიან სასმელებზე, დააწესოთ სპეციალური ეტიკეტები, ასევე შეუწყონ ხელი სკოლებში ჯანსაღი კვების პროგრამების დანერგვას.