ხელვაჩაურში "კირნათიჰესის" მშენებარე ობიექტი დაიტბორა

ხელვაჩაურში კომპანია "აჭარ ენერჯი 2007"-ის მშენებარე ობიექტი "კირნათიჰესი" დაიტბორა.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის სოფიო ვარშალომიძის განცხადებით, მშენებარე ჰესის ტერიტორია მთლიანად წყლითაა დაფარული და ჯერჯერობით ვერ ითვლიან რა ზარალი მიადგა კომპანიას.

მისივე განმარტებით, ობიექტზე მომუშავე პერსონალი არ დაზიანებულა, ტექნიკიდან კი მხოლოდ ერთი ამწე მოექცა წყლის ქვეშ. "ჯერჯერობით ზარალზე ვერ ვისაუბრებ, არ ვიცით რა ზარალი შეიძლება მოგვადგეს. ჯერ კიდევ წყალდიდობაა, არ დაუკლია წყლის დონეს, პირიქით, უფრო იმატებს. ჰესზე მომუშავე პერსონალმა ტერიტორიიდან გამოსვლა დროულად მოასწრო. ფიზიკურად არავინ დაზიანებულა. ერთადერთი, ამწეს გამოყვანა ვერ მოხერხდა, რომელიც უკვე წყლითაა დაფარული", - აღნიშნა სიფიო ვარშალომიძემ.