WSJ - Huawei 10 წლის განმავლობაში შესაძლოა, მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს იპარავდა

WSJ-ის ინფორმაციით, ჩინურ სატელეკომუნიკაციო კომპანიას Huawei-ს შესაძლოა, სულ ცოტა 10 წელი მალულად ჰქონოდა წვდომა მობილური ქსელების მფლობელების პერსონალურ მონაცემებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აღნიშნულის შესახებ The Wall Street Journal-ი ამერიკის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ტელეკომუკაციის მოწყობილობების დამონტაჟებისას ის იმდაგვარად უნდა მოეწყოს, რომ მხოლოდ იმ ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს საჭიროების შემთხვევაში ჰქონდეთ წვდომა მობილური ქსელების მომხმარებლებზე. თავად მწარმოებელს კი არ აქვს უფლება მის მოწყობილობაში მოახდინოს შეღწევა მობილური ოპერატორის თანხმობის გარეშე.

Huawei-ის შემთხვევაში კი, როგორც გამოცემა წერს, ეს პრინციპი დარღვეულია. გაზეთის წყაროების ცნობით, ჩინური კომპანიის მიერ წარმოებულ მოწყობილობაში მალულად არის ჩამონტაჟებული მექანიზმი, რომელიც მონაცემთა მოპოვების საშუალებას იძლევა. როგორც The Wall Street Journal-ი წერს, 10 წლის განმავლობაში Huawei-ს ჰქონდა წვდომა მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებთან მსოფლიოს მასშტაბით. ამასთან, გამოცემა არ აკონკრეტებს, კერძოდ რომელ ქვეყნებზეა საუბარი. თავად კომპანიაში კი გაზეთში მოყვანილ ფაქტებს უარყოფენ.

კოკა კვირკველია