გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ დიცში ტრენინგები ჩატარდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელი დიცის საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი „გარემოსდაცვითი განათლება საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის“. ტრენინგში მონაწილეობდნენ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ დიცის, არბოს, მერეთისა და კარბის სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლები.

ვიზიტის მიზანი გამყოფი ხაზის სოფლებში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლების შესახებ ტრენინგების გამართვა იყო.

ტრენინგზე შეკრებილ საზოგადოებას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მიმართა და გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა. ცენტრის დირექტორი გამყოფი ხაზის სოფლების საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში დახმარებას და სამომავლო თანამშრომლობას დაპირდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის ფარგლებში გააგრძელებს საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სასწავლო დაწესებულებებისთვის.