ბენზინი 3-5 თეთრით გაიაფდა

ბენზინი დღეიდან 3-5 თეთრით გაიაფდა.

"სოკარის" ბენზინგასამართ სადგურებზე პრემიუმი -2.21, რეგულარი- 2.07, დიზელი -2.07, ევრო რეგულარი- 2.11, ხოლო ევრო დიზელი 2.24 ღირს.  "ვისოლის" ბენზინგასამართ სადგურებზე სუპერი- 2.29, პრემიუმი -2.24, დიზელი- 2.24, რეგულარი -2.12, ხოლო ევრო რეგულარი 2.07 ღირს. რაც შეეხება "გალფს", აქ ბენზინის ფასი 5-6 თეთრით გაიაფდა. "გალფში" პრემიუმი- 2.25, ევრო რეგულარი- 2.17, რეგულარი- 2.07, ევრო დიზელი 2.19 ღირს.

როგორც ბენზინგასამართ სადგურებზე მომუშავეები აცხადებენ, დღეიდან რეგულარის საწვავზე ფასი 5 თეთრით, ხოლო პრემიუმზე - 3 თეთრით გაიაფდა.