თბილისი Ryanair-ის 2020 წლის საუკეთესო მიმართულების გამოკითხვის გამარჯვებული გახდა

თბილისი დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანიის, Ryanair-ის 2020 წლის საუკეთესო მიმართულების გამოკითხვის გამარჯვებული გახდა. გამოკითხვა, რომელშიც სულ 16 ქალაქი მონაწილოებდა და 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ავიაკომპანიის სოციალურ ქსელ Instagram-ის ოფიციალურ ანგარიშზე იყო განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვის შესახებ ინფორმაცია ქართულ საზოგადოებაში სოციალური ქსელების მეშვეობთ ძალიან სწრაფად გავრცელდა და მასში ათასობით ქართველი ჩაერთო.

გამოკითხვის პირველ დღეს თბილის რომს „დაუპირისპირდა“, სადაც საქართველოს დედაქალაქმა ხმათა 71% მოიპოვა.

მერვედფინალში Instragram-ის მომხმარებლებს არჩევანი საბერძნეთის კურორტ სანტორინსა და თბილისს შორის უნდა გაეკეთებინა, სადაც თბილისმა ხმათა 74%-ის მოპოვება შეძლო.

მომდევნო დღეს თბილისი საფრანგეთის დედაქალაქს, პარიზს „დაუპირისპირდა“ და ხმათა 82% მიიღო.

რაც შეეხება ფინალს, Instragram-ის მომხმარებლებს არჩევანი ბარსელონასა და თბილისს შორის უნდა გაეკეთებინათ. ამ შემთხვევაშიც თბილისმა დიდი უპირატესობით, 83%-ით გაიმარჯვა.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ Ryanair-ის Instragram-ის გვერდზე განთავსდა ინფორმაცია, სადაც თბილისი 2020 წლის საუკეთესო მიმართულებად დასახელდა.

ამასთანავე, ავიაკომპანიამ 2 დღის წინ საქართველო მოგზაურობის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც საუბარი ქვეყნის საუცხოო ღირსშესანიშაობებზე, სტუმართმოყვარეობასა და უგემრიელეს საჭმელებზე იყო.

ბექა ბერიაშვილი