აშშ ევროპიდან იმპორტირებულ თვითმფრინავებზე საბაჟო ტარიფს გაზრდის

მიმდინარე წლის 18 მარტიდან აშშ-ის ხელისუფლება 15%-მდე გზარდის ევროპიდან იმპორტირებულ თვითმფრინავებზე საბაჟო ტარიფს. აღნიშნულის შესახებ საუბარია სავაჭრო საკიხთებში ამერიკის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული განცახდებაში.

„აშშ 10-15%-ით ზრდის ტარიფებს საფრენ აპარატებზე, რომლებიც იმპორტირებულია ევროპიდან, გადაწყვეტილება ძალაში შედის 18 მარტს. საუბარია მსხვილ სამგზავრო ავიალაინერებზე“ - წერია განცახდებაში.

აღნიშნულ გადაწყვეტილება გამოეხმაურნენ Airbus-ში, კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება ავნებს თავად ამერიკულ ავიაკომპანიებს. „აღნშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მიუხედავად უამრავი მიმართვისა ამერიკული კომპანიების მხრიდან, რომ ამით საბოლოო ჯამში დაზარალდებოდნენ თავად ეს კომპანიები და მგზავრები, რომელთაც მოუწევთ ამ ტარიფების გადახდა“, - ნათქვამია Airbus -ის განცხადებაში. კომპანია იმედს გამოთქვამს, რომ შტატები საკუთარ პოზიციას შეიცვლის.

როგორც ცნობილია, მსო-ს არბიტრაჟმა 2019 წლის ნოემბერში ამერიკულ მხარეს უფლება მისცა გაეზარდათ ევროპიდან იმპორტირებულ 7,5 მილიარდი დოლარის პროდუქციაზე საბაჟო ატრიფები, იმის გამო, რომ ევროკავშირმა არ შეასრულა მანამდე დაკისრებული ვალდებულება, რომელიც კორპორაცია Airbus-ის სუბსიდირებას ეხებოდა.

კოკა კვირკველია