EBRD-იმ ”საქართველოს ბანკში” თავისი  წილი გაყიდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა Bank of Georgia Holdings Plc-ის აქციების, თავისი კუთვნილი 5%-იანი წილი გაყიდა.

1 795 503 ათასი აქცია, ლონდონის საფორდო ბირჟაზე 2014 წლის 23 სექტემბერს გაიყიდა. თითოეული აქციის ღირებულებამ 24, 98 ფუნტი სტერლინტი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ურთიერთობა ”საქართველოს ბანკთან” 1995 წლიდან იწყება. ამ დროიდან, იგი ”საქართველოს ბანკს” რიგი პროდუქტებით უზრუნველყოფდა, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში და სხვადასხვა სექტორებში.

ნიკ ტესეიმენი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური ინსტიტუციის დირექტორი: ‘’EBRD–ს როლი - დახმარებოდა ”საქართველოს ბანკს” 2008 წლის კრიზისში, ამოწურულია. EBRD დარწმუნებულია, რომ ”საქართველოს ბანკი” გააგრძელებს დინამიკურ განვითარებას. ჩვენ ვაპირებთ განვაგრძოთ სესხით მისი დაფინანსება და მხარში დავუდგეთ, დავეხმაროთ საქართველოს ფინანსურ სექტორს გაძლიერებაში.’’

ირაკლი გილაური, ”საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი: ”ჩვენ ვაფასებთ იმ დახმარებას, რომელიც ჩვენმა ბანკმა მიიღო EBRD-სგან უკანასკნელი 19 წლის განმავლობაში. ჩვენ განსაკუთრებით კმაყოფილები ვართ, რომ არსებულმა ინვისტორებმა გაზარდეს თავისი წილი და ჩვენ ასევე ვაპირებთ მოვიზიდოთ ახალი ინვესტორები. ეს გარიგება ასახავს რამდენად ღრმა მხარდაჭერა გვაქვს საერთაშორისო ინვერტორებისგან. მსგავსი დადებითი სიგნალები გაზრდის ინვესტორთა ინტერესს ჩვენს ბაზარზე. ჩვენ ვაპირებთ მჭიდრო ურთიერთობები განვაგრძოთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან.’’