ქუვეითი და საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვებას ნეიტრალურ ზონაში გეგმავენ

ქუვეითი და საუდის არაბეთი იწყებენ ექსპერიმენტულ ნავთობმოპოვებით სამუშაოებს ალ-ვაფრასა და ალ-ჰაფჯის საბადოებში, რომლებიც უშუალოდ ორ სახელმწიფოს შორის საზღვარზე მოქმედ ნეიტრალურ ზონაში მდებარეობს. აღნიშნულის შესახებ ქუვეითის ნავთობის, წყლისა და ენერგეტიკის მინისტრმა ჰალედ ალ ფადელმა განაცხადა.

„საცდელი მოპოვება ალ ვაფრასა და ალ ჰაფჯის საბადოებზე დაიწყება დღეს“, - მოჰყავს სააგენტო KUNA-ს მინისტრის სიტყვები. როგორც მან აღნიშნა, წლის ბოლომდე ამ ნეიტრალურ ზონაში ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 550 ათას ბარელს მიაღწევს.

აღსანიშნავია, რომ ნეიტრალურ ზონაში ნავთობის მოპოვების შესახებ შეთანხმებას მხარეებმა 2019 წლის დეკემბერში მიაღწიეს, 3-წლიანი შესვენების შემდეგ. ამ რეგიონის საბადოებში მსოფლიო ნავთობმოპოვების 0,5% მოდიოდა.

კოკა კვირკველია