ამერიკული კომპანია MasterCard-ი ევროპაში, ბელგიაში კიბერუსაფრთხოების პირველ ცენტრს ხსნის.
ცენტრი განთავსდება ბელგიურ ქალაქ ვატერლოში, სადაც მდებარეობს MasterCard-ის ევროპის ბიურო და გახდება პირველი მსგავსი ტიპის საინვესტიციო პროექტი კომპანიისთვის ამერიკის ფარგლებს გარეთ. ის გააერთიანებს ექსპერტებს ფიზიკური დაცვისა და კიბერუსაფრთხოების სფეროდან.
ევროპული განყოფილების MasterCard-ის ხელმძღვანელმა ჰავიერ ეპრესმა განაცხადა, რომ ევროპული ცენტრი გააუმჯობესებს საკვანძო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობას.
MasterCard-მა არ გაამხილა ინვესტიციების მოცულობის შესახებ ინფორმაცია და არც დასაქმებულების შესახებ. ცენტრი ოფიციალურად ფუნქციონირებას 2021 წლის დასაწყისიდან შეუდგება.