შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისათვის ვირტუალური სავაჭრო გამოფენა გაიმართება

2014 წლის 29 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება სამშენებლო დარგის პირველი ვირტუალური გამოფენა შემდეგ მისამართზე: http://buildexpo2014.virtualfairs.eu.

კომპანიებს საშულება ეძლევათ: სავაჭრო პლათფორმაზე გამოფინონ თავიანთი პროდუქტები და მომსახურება, მიიღონ ინფორმაცია დარგში არსებულ სხვა ფორმებზე შავი ზღვის რეგიონის აუზის მასშტაბით, ისარგებლონ ნეთვორქინგისა და სავაჭრო კავშირების დამყარების შესაძლებლობით.

მონაწილეობა უფასოა, სავაჭრო პლათფორმაზე რეგისტრირება მარტივ პროცედურებს მოიცავს. ვირტუალურ სავაჭრო პლათფორმაში კომპანიებს საშუალება ექნებათ ასევე შექმნან საკუთარი კომპანიის სტენდი.

თითოეული მონაწილე ფირმა მიიღებს ვირტუალურ კიოსკს, რომელსაც ექნება ჩვუელებრივი გამოფენის ფუნქციები ელეტრონული სახით, რომლის მართვა თავად კომპანიის ოფისიდან იქნება შესაძლებელი.

ვირტუალური სავაჭრო გამოფენის ფიზიკური ლოკაცია: ბულგარეთი, პლოვდივის რეგიონის ვაჭრობის პალატა.