დავით ნარმანია: პუშკინის ქუჩაზე ესტაკადა აუცილებლად აშენდება

პუშკინის ქუჩაზე ესტაკადა აუცილებლად აშენდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის აშენებას უკავშირდებოდა, აუცილებლად შესრულდება.

"აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გუშინ საკრებულომ იმსჯელა და ჩემი აზრით, ამ პროექტს, წინ ვერაფერი აღუდგება. ესტაკადა აუცილებლად აშენდება, რაოდენი წინააღმდეგობაც არ უნდა იყოს ოპონენტების მხრიდან, ის აუცილებლად გაკეთდება, ეს სჭირდება ხალხს და საჭიროა ამ უბანზე მოძრაობის საცობებიდან განმუხტვისთვის. ის შემხებლობაში არ იქნება გათხრის შედეგად აღმოჩენილ მემკვიდრეობასთან, თუმცა უნდა ითქვას, რომ მასზე ბეტონი დაასხეს ჩვენმა წინამორბედებმა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე განცხადებით, არქიტექტურული კონკურსი გამოცხადდება და ამის შედეგად შეირჩევა პროექტი, რომლის განხორციელებაც მოხდება პუშკინის ქუჩაზე.