ბანკი Wells Fargo, სკანდალის გამო, 3 მილიარდი დოლარის გადახდას დათანხმდა

ამერიკული ბანკი Wells Fargo მზადაა, მასშტაბური დარღვევების დავის დასარეგულირებლად 3 მილიარდი დოლარი გადაიხადოს.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა საუბარია ბანკს, ამერიკის იუსტიციის სამინისტროსა და ფასიანი ქაღალდების კომისიას შორის შეთანხმებაზე. ამერიკის ხელისუფლება ბანკის წინააღმდეგ ძიების შეწყვეტას დათანხმდა. მიუხედავად ამისა, არაა გამორიცხული Wells Fargo-ს ბანკის ცალკეულ თანამშრომლებს ბრალდება მაინც წაუყენონ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული ამ 3 მილიარდიდან 500 მილიონი დოლარი ფონდში ჩაირიცხება, რომელსაც ამერიკის ფასიანი ქაღალდების კომისია გააკონტროლებს.

სწორედ ამ ფონდიდან, ინვესტორებს კომპენსაციას გადაუხდიან, რომელიც მათ ბანკის თანამშრომელთან საქმიანობის შედეგად მიადგათ.

აშშ-ის ხელისუფლება ბანკის თანამშრომლებს 2002-2016 წლებში კლიენტების ანგარიშების მასიურად გახსნაში ადანაშაულებს, მათი თანხმობის გარეშე, ასევე მათ თავს ახვევდნენ მომსახურებას, რომელიც რეალურად არ სჭირდებოდათ. ამით ისინი გაყიდვების გეგმის შესრულებიდან პრემიებს თავად იღებდნენ.

კოკა კვირკველია