საუდის არაბეთის სანავთობო კომპანია Saudi Aramco ქვეყნის უმსხვილესი ბუნებრივი აირის საბადოს „ჯაფურას“ დამუშავებას იწყებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, აქ 56,6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგია.
„Saudi Aramco-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იასირ ოტმან ალ რუმაიანი აცხადებს, რომ „ჯაფურას“ დამუშავება გაამყარებს კომპანიის პოზიციებს გლობალური ენერგეტიკის სექტორში და დაეხმარება მას, გახდეს უმსხვილესი კომპლექსური ენერგეტიკისა და ქიმიური კომპანია მსოფლიოში“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც კომპანია ავრცელებს.
პრესრელიზში წერია, რომ Saudi Aramco დამუშავებას 2024 წელს შეუდგება, ხოლო 2036 წლისთვის აქ ბუნებრივი აირის მოპოვება დღიურ 62 მილიონ კუბურ მეტრს მიაღწევს.