ძველ უბნებს სამშენებლო ნარჩენებისგან დაასუფთავებენ

თბილისის განვითარების ფონდი, ქალაქის დასუფთავების სამსახურთან ერთად აწყობს ერთობლივ აქციას თბილისის ძველი უბნების დასასუფთავებლად

თბილისის განვითარების ფონდისა და თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის ერთობლივი აქცია 27 სექტემბერს დილის 11 საათზე გუდიაშვილის ბაღში, ხოლო 12 საათზე ბოტანიკურის ქუჩაზე ჩატარდება. აქციაში მონაწილეობას ფონდისა და დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელები და თანამშრომლები მიიღებენ.

როგორც თბილისის განვითარების ფონდში ამბობენ, ისტორიულ ძეგლად აღიარებული გუდიაშვლის ბაღი, ძველი თბილისის კოლორიტული ადგილია. მისი რეაბილიტაცია-აღდგენისთვის მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ძველი უბნის იერსახის შენარჩუნება და განახლება.

თბილისის განვითარების ფონდი ყველა მოქალაქეს, ვისაც უყვარს თავისი ქალაქი და გუდიაშვილის ბაღს ხშირად სტუმრობს, ნუ დაანაგვიანებს. დასუფთავების სამსახურის მიერ გუდიაშვილის ბაღიდან რეგულარულად მოხდება ნარჩენების გატანა, ფონდთან ერთად დასუფთავდება სკვერის ტერიტორია.