ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონებში აფთიაქების მონიტორინგს ახორციელებს

ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქების მონიტორინგს ახორციელებს.

უწყების წარმომადგენლებმა პროცესი ყვარლიდან დაიწყეს. მათ რამდენიმე აფთიაქში ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში დაწესებული მედიკამენტების გაცემის წესი შეამოწმეს.

სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის დავით მაჭარაშვილის განცხადებით, ადგილზე გაირკვა, რომ რაიონში აფთიაქების ერთ ნაწილს ახალი რეგულაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია არა აქვს.