ევროკავშირმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ამის მიზეზი გახდა თურქეთის მიერ კვიპროსის ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე ბურღვითი სამუშაოების გაგრძელება. ეს ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.

„არალეგალური ბურღვითი სამუშაოების გამო „შავ სიაში“, რომელშიც ფიზიკური და იურიდიული პირები არიან, შეყვანილი არის კიდევ ორი ფიზიკური პირი“ - ნათქვამია ტექსტში.

სანქციები დაუწესდათ თურქული კომპანია TPAO (Turkish Petroleum Corporation)-ს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელძღვანელს ვიცე პრეზიდენტის მეჰემდ ფერუხ აკალინას და დეპარტამენტში მის მოადგილეს ალი კოსკუნა ნამოღლუს.

როგორც ცნობილია, კვიპროსის ეკონომიკურ ზონაში აღმოჩენილია ბუნებრივი აირის დიდი საბადო, რის გამოც ქვეყნის ხელისუფლებამ ფრანგულ Total-თან და იტალიურ Eni-სთან 7 სექტორის ათვისების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. თუმცა გასული წლის ოქტომბერში თურქეთმა ამ რაიონში გააგზავნა საკუთარი ბურღვითი ხომალდები.

კოკა კვირკველია