ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდა

ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდა.

ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამიერიდან ქვეყნის ნებისმიერი ავტობუსით, მატარებლითა თუ ტრამვაით მგზავრობის დროს ბილეთის შეძენა აუცილებელი აღარაა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდა როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ისევე ტურისტებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანას საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობა ყოველწლიურად 41 მილიონი ევრო დაუჯდება.

როგორც ცნობილია, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი მოსახლეობის წახალისებაა, რათა მათ კუთვნილი ავტომობილების გამოყენება შეამცირონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფრო ხშირად იმგზავრონ.

ამ გზით ლუქსემბურგის ხელისუფლება ავტომობილების რაოდენობის შემცირებასა და ქუჩების საცობებისგან გათავისუფლებას ცდილობს.

ბექა ბერიაშვილი