ახალი კორონავირუსის გავრცელების საშიშროებიდან გამომდინარე, გერმანიის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო რომ პირველად, 54 წლიანი არსებობის ისტორიაში არ ჩატარდეს ITB Berlin 2020 წელს. ინფორმაცია ამის შესახებ, ITB Berlin-ის ვებგვერდზე ვრცელდება.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ღონისძიებაში 180 ქვეყნიდან 10 ათასზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. ღონისძიების ორგანიზატორების ცნობით, ITB Berlin-ს უდიდესი მნიშვნელობა აქვს გლობალური ტურიზმის ინდუსტრიაში. მათივე განცხადებით, ისინი ზრუნავენ ვიზიტორების, მონაწილეებისა და დასაქმებულების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ღონისძიება 2020 წელს აღარ ჩატარდება.