თეთრ სახლი -  ამერიკის ეკონომიკას კორონა ვირუსი კი არ მოკლავს, არამედ სოციალიზმი

სოციალიზმი არის ამერიკის ეკონომიკისთვის ბევრად მეტი საფრთხის შემცველი, ვიდრე კორონა ვირუსი. აღნიშნულის შესახებ განცხადება თეთრი სახლის ეროვნული ეკონომიკური საბჭოს წევრმა ლოურენს ქადლოუმ გააკეთა.

„ვირუსი ვერ ჩაძირავს ამერიკის ეკონომიკას. რა ჩაძირავს ან რას შეუძლია ჩაძიროს ამერიკის ეკონომიკა, ეს სოციალიზმია. სოციალიზმის დროს არ არსებობს კერძო სექტორი, არ არის თავისუფალი ვაჭრობა, თავისუფალი მიღწევები, ტექნოლოგიური ინოვაციები. სამაგიეროდ, არის თავისუფლების დაკარგვა, დიქტატორული ცენტრალიზებული ხელისუფლება და ბოლობოლო არაფერი, სიღარიბისა და ცუდი ეკონომიკური მაჩვენებლების გარდა“, - განაცხადა მან ვაშინგტონში გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელსაც ამერიკის რესპუბლიკური პარტიის კონსერვატიული წრეები მართავენ.

ამასთან, მანვე დასძინა, რომ ამ დროისთვის აშშ სავარაუდოდ, იმყოფება უდიდესი საექსპორტო ბუმის ზღვარზე ბოლო 40-50 წლის განმავლობაში.

ქადლოუს განცხადება დროში დაემთხვა დემოკრატების წინასაარჩევნო კამპანიას, რომელშიც შტატ ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსის პოზიციები მყარდება, რომელიც თავის თავს „დემოკრატ სოციალისტად“ მოიხსენიებს. ქადლოუმდე ერთი დღით ადრე სოციალიზმის მიმართ კრიტიკული გამოსვლა ჰქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსსაც.

კოკა კვირკველია