კორონა ვირუსის გამო Emirates-ი თანამშრომლებს შვებულებაში გასვლისკენ მოუწოდებს

საემიროების ჰოლდინგ კომპანია The Emirates Group-ი, რომელიც ავიაკომპანია Emirates-ის მფლობელია, საკუთარ თანამშრომლებს სთხოვს აიღონ შვებულება, იქედან გამომდინარე, რომ კომპანიას ეკონომიკური ზარალი უფიქსირდება ახალი კორონა ვირუსის გამო. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი კომპანიის ხელმძღვანელობის თანამშრომლებისადმი გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით წერს.

„ჩვენთვის ამ დროს მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, გავუმკლავდეთ იმ გამოწვევას, რომელიც გააჩინა ვირუსმა COVID-19", - ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, კორონა ვირუსის გავრცელების გამო კომპანიას უფიქსირდება „საგრძნობი ეკონომიკური ვარდნა“.

Emirates-ი რეკომენდაციას აძლევს თანამშრომლებს, აიღონ ანაზღაურებადი შვებულება, თუ ამის უფლება აქვთ, თუ არადა აიღონ შვებულება ანაზღაურების გარეშე.

თანამშრომლების აუნაზღაურებელ შვებულებაში წასვლის რეკომენდაცია 25 თებერვალს გასცა ასევე ავიაკომპანიამ Singapore Airlines-მა.

კოკა კვირკველია