კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, “ტვიტერი“ საკუთარ თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობისკენ მოუწოდებს.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ჰონგ-კონგში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში თანამშრომლებისთვის დისტანციურად მუშაობა სავალდებულოა.
გარდა ამისა, “ტვიტერმა“ მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში დასაქმებულ 5,000-მდე თანამშრომელს სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდა.
კომპანიის განმარტებით, მათი მიზანია, ამ ნაბიჯით კომპანიასა და მთელს მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების შესაძლებლობა შეამცირონ.