შალვა ალავერდაშვილი - სასტუმრო ინდუსტრია თითქმის გაკოტრების ზღვარზეა

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რომ ბოლო 6 დღის განმავლობაში, კორონავირუსის გამო, სასტუმროებს ჯავშნების 90%-მდე გაუუქმდათ.

როგორც ალავერდაშვილმა აღნიშნა, კორონავირუსის გამო ყველაზე დიდი პრობლემა სასტუმროებს შეექმნათ, განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა კი თბილისშია.

„ყველაზე დიდი დარტყმა ჩვენ მივიღეთ. ბოლო 6 დღის განმავლობაში მარტი - აპრილის თვეების ჯავშნების 80-90% გაუქმდა, რაც ნიშნავს, რომ ინდუსტრია თითქმის გაკოტრების ზღვარზეა. კორონავირუსი გლობალური პრობლემაა და არავისი ბრალი არაა, უბრალოდ, ახლა სიტუაციიდან გამოსავალი უნდა მოვიფიქროთ, რომ მინიმუმ თანამშრომლების გათავისუფლება არ დაგვჭირდეს“, - აღნიშნავს ალავერდაშვილი.

მისივე თქმით, გარდა თანამშრომლების შესაძლო შემცირების საკითხისა, პრობლემაა ბანკებთან ურთიერთობა და შექმნილი ვითარების ფონზე სესხების დაფარვა, ასევე ქონების გადასახადის გადახდა.