რა მნიშვნელობა აქვს დასაქმების ფორუმს კომპანიებისთვის

ბოლო პე­რი­ოდ­ში, ევ­რო­პა­სა და აშშ-ში კომ­პა­ნი­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა დამ­საქ­მებ­ლის ბრენ­დინგზე იწყებს ზრუ­ნვას, რათა მო­ი­ზი­დოს ადა­მი­ა­ნუ­რი კა­პი­ტა­ლი, რო­მე­ლიც უფრო წარ­მა­ტე­ბულს გახ­დის მათ კომ­პა­ნი­ას.

ძლი­ე­რი და კარ­გი დამ­საქ­მებ­ლის სტა­ტუ­სის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა კი ვა­კან­სი­ე­ბის მა­ძი­ებ­ლებს უბიძ­გებს, არ­ჩე­ვა­ნი სწო­რედ ასეთ კომ­პა­ნი­ა­ზე შე­ა­ჩე­რონ.

რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დამ­საქ­მებ­ლის ბრენ­დის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა?

დამ­საქ­მებ­ლის ბრენ­დის შექ­მნა კომ­პა­ნი­ას აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მეტი ინ­ფორ­მა­ცია გა­უ­ზი­ა­როს მისი საქ­მი­ა­ნო­ბის, ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი კულ­ტუ­რის, სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შე­სა­ხებ. ბრენ­დის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში კომ­პა­ნი­ე­ბი მარ­თა­ვენ სა­ინ­ფორ­მა­ციო სე­სი­ებს, თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან, ხში­რად აახ­ლე­ბენ ვა­კან­სი­ებს და ზრდი­ან მათ ჩა­მო­ნათ­ვალს, ქმნი­ან ციფ­რულ სტრა­ტე­გი­ას და ვა­კან­სი­ე­ბის მა­ძი­ებ­ლებ­თან პერ­სო­ნა­ლურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ამ­ყა­რე­ბენ.

დამ­საქ­მებ­ლის ბრენ­დ­ის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში და­საქ­მე­ბის ფო­რუ­მებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­აქვთ. ევ­რო­პა­სა და აშშ-ში ხში­რად სწო­რედ ამი­ტომ იმარ­თე­ბა. მათი მეშ­ვე­ო­ბით ეფექ­ტუ­რად ხდე­ბა ადა­მი­ა­ნუ­რი კა­პი­ტა­ლის მო­ზიდ­ვა, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ას გან­ვი­თა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

და­საქ­მე­ბის ფო­რუ­მე­ბის პრაქ­ტი­კა ბოლო წლე­ბია, სა­ქარ­თვე­ლო­შიც მკვიდ­რდე­ბა და სულ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. კომ­პა­ნი­ე­ბი ცდი­ლო­ბენ, ფო­რუმ­ზე მათი კუ­თხე კან­დი­და­ტე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე მიმ­ზიდ­ვე­ლი იყოს და ამის­თვის მარ­კე­ტინ­გულ სა­შუ­ა­ლე­ბას იყე­ნებს.

წელს, „ექ­სპო ჯორ­ჯი­ა­ში“ 28-29 თე­ბერ­ვალს HR HUB-ის ორ­გა­ნი­ზე­ბით EXPO JOB გა­ი­მარ­თა, სა­დაც 70-მდე კომ­პა­ნი­ამ 700-ზე მეტი ვა­კან­სია წა­რად­გი­ნა. რო­გორც HR HUB-ს წი­ნას­წარ ჰქონ­და და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი წელს, EXPO JOBS-ზე ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­დე­ბო­და დამ­საქ­მებ­ლის ბრენ­დინგზე და ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცე­ო­და, ამ კუ­თხით რო­გორ პო­ზი­ცი­ო­ნირ­დე­ბოდ­ნენ კომ­პა­ნი­ე­ბი.

შე­სა­ბა­მი­სად, მათი „და­ვა­ლე­ბა“ არამ­ხო­ლოდ ვა­კან­სი­ე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა, არა­მედ დამ­საქ­მებ­ლის ბრენ­დის მნიშ­ვნე­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ინ­ტე­რე­სო სივ­რცის მო­წყო­ბა და სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა იყო. ამ პრო­ცეს­ში დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბო­და კან­დი­დატ­სა და კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცი­ას. რაც უფრო ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბო­და ის, უფრო მეტ აპ­ლი­კანტს მი­ი­ზი­დავ­და. დამ­საქ­მებ­ლის ბრენ­დის შექ­მნაც ასე იწყე­ბა.

კომ­პა­ნი­ებ­მა წლე­ვან­დე­ლი ტენ­დენ­ცია გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს და ფო­რუმ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ვი­ზუ­ა­ლი­თა და აქ­ტი­ვო­ბე­ბით იყ­ვნენ წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი.

მათ შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო „ნი­კო­რა სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის“ ქსე­ლი, რო­მე­ლიც 300-მდე ფი­ლი­ალს და 6000 -მდე თა­ნამ­შო­მელს აერ­თი­ა­ნებს.

მათი „და­აქ­მე­ბის კუ­თხე“ ფი­ლი­ა­ლის მა­კეტს წარ­მო­ად­გენ­და, სა­დაც ფი­ლი­ა­ლის პო­ზი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ ამომ­წუ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას, სწო­რედ ის ადა­მი­ა­ნე­ბი აწ­ვდი­დენ და­ი­ნე­ტე­სე­ბულ კან­დი­და­ტებს რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბენ „ ნი­კო­რა სუ­პერ­მარ­კეტ­ში“, სა­ინ­ტე­რე­სო და გან­სხვა­ვე­ბულ ვი­ზუ­ალ­თან ერ­თად კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი წა­მა­ხა­ლი­სე­ბელ გა­თა­მა­შე­ბა­ში რთავ­დნენ ყვე­ლას, ვინც მათი ვა­კან­სი­ე­ბით და­ინ­ტე­რეს­დე­ბოდ­ნენ, აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნოთ თი­ბი­სი და­ზღვე­ვის გა­მორ­ჩე­უ­ლი სივ­რცეც. ბოლო წლებ­ში, სა­და­ზღვე­ვო სფე­რო აქ­ტი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა და სა­ჭი­რო­ებს სპე­ცი­ა­ლის­ტებს, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რებ­ლის მო­თხოვ­ნებ­ზე მორ­გე­ბულ სერ­ვისს შექ­მნის. „თი­ბი­სი და­ზღვე­ვამ“ ვი­ზი­ტო­რე­ბის მი­სა­ღე­ბად პა­ტა­რა, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო კუ­თხე მო­ა­წყო მწვა­ნე ნარ­გა­ვე­ბი­თა და კომ­პა­ნი­ის აქ­სე­სუ­ა­რე­ბით.

ჩა­მოთ­ვლილ კომ­პა­ნი­ებს შო­რის აქ­ტი­უ­რობ­და JTI-ის (Japan Tobacco International) კუ­თხეც, რო­მე­ლიც და­საქ­მე­ბის ფო­რუ­მებ­ზე ყო­ველ­თვის არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი და ვა­კან­სი­ე­ბი­თაც პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. 2018 წელს, მან სა­უ­კე­თე­სო დამ­საქ­მებ­ლის ჯილ­დო მი­ი­ღო, თუმ­ცა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ახა­ლი კად­რე­ბის მო­ძი­ე­ბა­ზე ზრუნ­ვას მუდ­მი­ვად აგ­რძე­ლებს.

პა­ლიტ­რა მე­დია და­საქ­მე­ბის ფო­რუ­მის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე იყო, რო­მელ­მაც წარ­მა­ტე­ბის კუ­თხე მო­ა­წყო.

ად­გილ­ზე მი­სულ ვი­ზი­ტო­რებს კი შერ­ჩე­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ჰოლ­დინ­გის შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კას და მიმ­დი­ნა­რე ვა­კან­ტურ პო­ზი­ცი­ებს აც­ნობ­დნენ.