კორონავირუსის გამო ფედრეზერვმა საპროცენტო განაკვეთი ექსტერნად დაწია

ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, რომელიც შტატებში ცენტრალური ბანკის როლს ასრულებს, სამშაბათს 2008 წლის შემდეგ პირველად ექსტერნად შეკრებილ თათბირზე საპროცენტო განაკვეთი ნახევარი პუნქტით დაბლა დაწია. ეს გადაწყვეტილება ფედრეზერვმა კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში გამოწვეული რისკების ფონზე მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

„ამერიკის ეკონომიკის საფუძვლები ძლიერი რჩება. თუმცა კორონავირუსი ახალ რისკებს წარმოშობს ეკონომიკური აქტიურობისთვის. ამ რისკების ფონზე FOMC-მა მიიღო გადაწყვეტილება 0,5 პროცენტული პუნქტით 1-1,25%-მდე დაწიოს ფედერალური ფონდების სამიზნო დიაპაზონი“ - აღნიშნულია განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ კომიტეტი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას კრონავირუსის ირგვლივ და მის ზემოქმედებას ეკონომიაკზე და გამოიყენებს მის უფლებამოსილებას ეკონომიკის მხარდასაჭერად.

კოკა კვირკველია