მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 3 285-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი - 53 688-ია.
ფატალური შემთხვევების უმეტესობა ჩინეთშია დაფიქსირებული. ჩინეთის ფარგლებს გარეთ კი ვირუსს ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში ემსხვერპლა.
კერძოდ, არსებული მონაცემებით, კორონავირუსით იტალიაში 107 ადამიანია დაღუპული, ირანში -92, სამხრეთ კორეაში - 35, იაპონიაში -12, აშშ-ში - 11, საფრანგეთში -4, ჰონგ-კონგში, ესპანეთსა და ერაყში - ორ-ორი, ტაივანში, ავსტრალიაში, ტაილანდსა და ფილიპინებში კი ვირუსს თითო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.