გაზქურა გაძვირდა, ტელევიზორი გაიაფდა - როგორ შეიცვალა ფასები მსხვილ საოჯახო ტექნიკაზე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.4 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის თებერვალში გასული წლის თებერვალთან შედარებით 4.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის 2 მაჩვენებელი 3.8 პროცენტით განისაზღვრა.

შესაბამისად, ფასები გაიზარდა როგორ საკვებ პროდუქტებზე, ასევე გაძვირდა მსხვილი საოჯახო ტექნიკის ნაწილიც. მაგალითად, 2020 წლის თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სარეცხი მანქანები დაახლოებით 7%-ით გაძვირდა, მაშინ, როდესაც ტელევიზორები 2,92%-ით გაიაფდა.

მსხვილი საოჯახო ტექნიკის ფასების ცვლილება ერთი წლის განმავლობაში: (წყარო - საქსტატი)

  • სარეცხი მანქანა - ფასების ზრდა წინა წელთან შედარებით 6,99%
  • გაზქურა - ფასების ზრდა წინა წელთან შედარებით 13,69%
  • გაზის გამათბობელი - ფასების ზრდა წინა წელთან შედარებით 12,56%
  • კონდიციონერი - ფასების კლება წინა წელთან შედარებით - 1,58%
  • ტელევიზორი - ფასების კლება წინა წელთან შედარებით - 2,92%