რამდენიმე მოქალაქეს სახელმწიფო უძრავ ქონებას იძულების წესით ჩამოართმევს

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქეების უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.

“პროექტით გათვალისწინებული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზა წარმოადგენს დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიმავალ 50.4 კმ სიგრძის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას, რომელიც იწყება სოფელ ძირულაში E-60 ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან მიერთების ადგილიდან და მთავრდება იმავე ავტომაგისტრალის მიერთებასთან ჩუმათელეთში. იგი ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აკავშირებს აღმოსავლეთ-დასავლეთის E-60 ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან. პროექტის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება რიგ დასახლებებთან დაკავშირების შესაძლებლობა და აღნიშნული საავტომობილო გზა გამოყენებული იქნება E-60 ავტომაგისტრალის პარალელურ ალტერნატიულ მარშრუტად,”--აღნიშნულია განცხადებაში.

პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნებოძირში გიორგი ცხოვრებაძის საკუთრებაში არსებული 2712 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 24 კვ.მ. და 172 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო გიორგი ცხოვრებაძის, ვახტანგ ცხოვრებაძის, ირმა ცხოვრებაძის და ლაშა ცხოვრებაძის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან 137 კვ.მ მიწის ნაკვეთი. დასახელებული მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეს შორის შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.

თაია არდოტელი
რამდენიმე მოქალაქეს უძრავ ქონებას იძულების წესით ჩამოართმევენ
რამდენიმე მოქალაქეს უძრავ ქონებას იძულების წესით ჩამოართმევენ
მოქალაქეს უძრავ ქონებას სახელმწიფო იძულების წესით ჩამოართმევს