მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 4 000-ს, დაინფიცირებულთა კი 113 000-ს აჭარბებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში გამოჯანმრთელებული პაციეტების რაოდენობა 64 081-ია.
კორონავირუსით დაინფიცირებისა და დაღუპვის უმეტესი შემთხვევები ჩინეთშია დადასტურებული, ჩინეთს გარეთ კი ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიაში, სამხრეთ კორეასა და ირანშია დაფიქსირებული.