„საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იტალიის დახურულ რეგიონებში იმყოფებოდნენ, ნაწილი უკვე რომშია, ნაწილი ჩავა და უახლოეს მომავალში გადმოვიყვანთ"

მოქალაქეებისთვის, რომლებიც იტალიის ჩრდილოეთში, დახურულ რეგიონებში იმყოფებოდნენ, საქართველოს საელჩომ იტალიის მხარის თანაორგანიზებით უზრუნველყო შესაბამისი ნებართვები და დერეფნები, ნაწილი მათგანი უკვე რომშია, მეორე ნაწილი მიემგზავრება რომის მიმართულებით და უახლოეს მომავალში, გადმოყვანილი იქნებიან იტალიიდან საქართველოში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

იტალიის რესპუბლიკასთან ფრენების დროებით შეჩერების შედეგად იტალიაში დარჩენილი საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც მომდევნო 2 კვირის განმალობაში უკან დასაბრუნებელი ბილეთები გაუუქმდათ, საქართველოში ახლო მომავალში დაბრუნდებიან.

„შეგროვებულია ინფორმაცია საქართველოს ყველა იმ მოქალაქებთან დაკავშირებით, რომელთა ტრანსპორტირებაც მოხდება უახლოეს მომავალში იტალიიდან საქართველოში. ეს მონაცემები დამუშავებულია შესაბამისი სამსახურების მიერ და მიმდინარეობს ამ ადამიანებთან მუდმივი კომუნიკაცია და კავშირი. საქართველოს საელჩომ უზრუნველყო მოქალაქეები შესაბამისი პირველადი საჭიროების ნივთებით. რაც შეეხება იმ ადამინებს, რომლებიც იტალიის ჩრდილოეთში, დახურულ რეგიონებში იმყოფებოდნენ, საქართველოს საელჩომ იტალიის მხარის თანაორგანიზებით უზრუნველყო შესაბამისი ნებართვები და დერეფნები ამ ადამიანებისთვის, ნაწილი მათგანი უკვე არის რომში, მეორე ნაწილი მიემგზავრება რომის მიმართულებით და უახლოეს მომავალში, გადმოყვანილი იქნებიან იტალიის რესპუბლიკიდან საქართველოში შესაბამისი პროტოკოლის დაცვით და ეს ადამიანები შემოწმდებიან საქართველოში ჩამოსვლისთანავე“, - განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

მსოფლიოში კორონავირუსით 4 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 113 000 - დაინფიცირდა, 64 081 კი - გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათის მანძილზე, ჩინეთში, კორონავირუსის მხოლოდ 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
იტალია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინს აწესებს