რომელია საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები - რეიტინგი

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წელს 1 267.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 0.2 პროცენტით მეტია 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2019 წლის წინასწარი მონაცემებით, 48.7 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 19.5 პროცენტით, მეორეზე - თურქეთი 18.7 პროცენტით, ხოლო მესამეზე - ირლანდია 10.5 პროცენტით.

თაია არდოტელი