კობა გვენეტაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული მოვლენები ბევრ გამოწვევას ქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამდე მსოფლიო ეკონომიკაში

საქართველოს ეროვნული ბანკის დირექტორის, კობა გვენეტაძის განცხადებით, მიმდინარე მოვლენები, რომლებიც ახალ კორონავირუსს უკავშირდება, საკმაოდ ბევრ გამოწვევას ქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამდე მსოფლიო ეკონომიკაში.

როგორც გვენეტაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, საბანკო სისტემას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკისათვის.

„რა თქმა უნდა, ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ ქმედებას იმისთვის, რომ მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი გამოწვევები დაიძლიოს მაქსიმალურად ნაკლები დანახარჯებით. მოგეხსენებათ, საბანკო სისტემას და მის გამართულ ფუნქციონირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკისათვის. დღეს საუბარი გვქონდა იმ სექტორებზე, რომლებზეც შეიძლება გავლენა ჰქონდეს მიმდინარე მოვლენებს, რა მიმართულებით გვჭირდება კოორდინაცია, რისი გაკეთება შეიძლება, რომ შენარჩუნებული იყოს რაც შეიძლება მაღალი ზრდა ქვეყანაში“, - განაცადა გვენეტაძემ.

ცნობისთვის, დღეს გამართულ შეხვედრაში მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონაწილეობდნენ.