„საქართველოს რკინიგზის“ მიერ იანვარ-თებერვალში გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 1,88 მილიონი ტონა შეადგინა

„საქართველოს რკინიგზის“ მიერ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 1,88 მილიონი ტონა შეადგინა. ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზიდან“ იუწყებიან. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია.

„ამასთან, ბოლო წლების მანძილზე, 2019 წელს, პირველად დაფიქსირდა ტვირთბრუნვის ზრდა და წინა წელთან შედარებით 9%-ით მოიმატა“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.