ახალი კორონავირუსის გამო, მსოფლიოს მასშტაბით არაერთი სპორტული მატჩი გადაიდო, ნაწილი კი მაყურებლების გარეშე ტარდება. მატჩები დროებით გადაიდო ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA-ში“). აღსანიშნავია, რომ NBA-ს რამდენიმე კალათბურთელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ.
კორონავირუსის გამო, იტალიაში ყველა სპორტული ღონისძიება და მათ შორის, „სერია A“-ს გათამაშება შეჩერდა.
მაყურებლის გარეშე ჩატარდა რამდენიმე მატჩი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ჩემპიონატზე -„ჩემპიონთა ლიგაზე“.
რაც შეეხება საქართველოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატი, მათ შორის, "კრისტალბეთ ეროვნული ლიგა" პირველ აპრილამდე შეჩერებულია.
საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ჩემპიონატზე კი „სუპერლიგისა“ და „ა ლიგის“ მატჩები უმაყურებლოდ ტარდება. ასაკობრივი ჩემპიონატები კი დროებით შეჩერებულია.