პირველი სტუდენტური დასაქმების ფორუმი, რომელიც მხოლოდ დისტანციურად შესასრულებელ სამუშაო პოზიციებს გააერთიანებს, BTU-ს მიერ ჩატარდება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრი პირველ სტუდენტურ დასაქმების ფორუმს გამართავს, რომელიც მხოლოდ დისტანციურად შესასრულებელ სამუშაო პოზიციებს გააერთიანებს.

ინიციატივას უერთდება საქართველოში არსებული მსხვილი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები. მოწოდებული ვაკანსიების პროგნოზირებული რაოდენობა 100-ზე მეტი იქნება.

ფორუმი უნივერსიტეტის პროექტ ,,დაასაქმე SmartStudent’’-ის ფარგლებში განხორციელდება და მისი ფორმატი აგრეთვე დისტანციური იქნება. ერთიან ციფრულ პლატფორმაზე ყველა დისტანციურად შესასრულებელი სამუშაო პოზიცია, CV-ს ელექტრონული ფორმა, გასაუბრების ონლაინ ჩატარების სივრცე და ცენტრის მიერ გაწეული საკონსულტაციო სერვისები გაერთიანდება.

ფორუმის ჩატარება აპრილში იგეგმება და მასში მონაწილეობას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ.