საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25-ე  შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25-ე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გევრდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ამასთან, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 295 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 49 ადამიანი გადის.