ესპანეთის ოთხ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა

ესპანეთის ოთხ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, კარანტინში ჩრდილო-დასავლეთ კატალონიის ქალაქები: იგუალადა, ოდენა, სანტა მარგარიდა დე მონტბუი და ვილავონა დელ კამი მოექცა.

კატალონიის გუბერნატორის თქმით, აღნიშნული ქალაქების მცხოვრებლებმა კარანტინში არსებული ტერიტორია არ უნდა დატოვონ. ამასთან, პოლიციის ინფორმაციით, ის მოქალაქეები, რომლებიც წარადგენენ საბუთებს, რომ აღნიშნული მუნიციპალიტეტების მცხოვრებლები არ არიან, შეძლებენ ქალაქებიდან გასვლას.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ესპანეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3148-ს შეადგენს, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 85-ს გადააჭარბა.