რუსეთი ევროკავშირის ქვეყნებთან ფრენებს ზღუდავს

კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, რუსეთი ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან რეგულარულ ავიარეისებს წყვეტს.

რუსული მედიის ინფრმაციით, შეზღუდვა, რომელიც 16 მარტიდან ამოქმედდება, მოსკოვიდან ევროპის ქვეყნების დედაქალაქების მიმართულებით დაგეგმილ რეისებს არ შეეხება.

ფრენები შეიზღუდება ასევე შვეიცარიის და ნორვეგიის მიმართულებით, თუმცა არა მოსკოვიდან ამ ქვეყნების დედაქალაქებში.

მოქალაქეებისთვის, რომლებსაც რუსეთიდან სამშობლოში, ან პირიქით - რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სხვა ქვეყნებიდან თავიანთ ქვეყანაში დაბრუნება სურთ, ჩარტერული რეისები დაინიშნება.