უკრაინა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს

უკრაინის მთავრობა ორშაბათიდან, ორ კვირის განმავლობაში დახურავს უკრაინის საზღვარს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ინფორმაციას CNN-ი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე დაყრდნობით წერს.

პარასკევს, გვიან საღამოს, ქვეყნის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ უკრაინის საზღვარი დაიხურება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ორი კვირის განმავლობაში.

უკრაინას ახალი კორონავირუსის ​დადასტურებული სამი შემთხვევა აქვს. ვირუსით გარდაცვლილია ერთი ადამიანი.