ჩინეთში, პირველად, კორონავირუსის იმპორტირებულმა შემთხვევებმა ადგილობრივ გავრცელებას გადააჭარბა

ჩინეთის ძირითად ტერიტორიაზე პირველად კორონავირუსის იმპორტირებულმა შემთხვევებმა ადგილობრივ შემთხვევებს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთში ადგილობრივი გამოვლინება მხოლოდ 11 დაფიქსირდა, ხოლო 95 ქვეყანაში შემსვლელ პირებს აღმოაჩნდათ.

ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 3189-ს მიაღწია, ხოლო ინფიცირეულთა რაოდენობამ მთლიანობაში 80 800-ს გადააჭარბა.