„მაქსიმუმ რა რაოდენობის ხორბალი გვაქვს ქვეყანაში?“

„წელიწადში 150 000 000 $-ის ღირებულების ხორბალი შემოგვაქვს რუსეთიდან. საქართველოს მოხმარება კი წელიწადში 600-700 ათას ტონაზე მეტია ყოველთვის“. ამის შესახებ მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„რა გვასწავლა კორონამ?!

დღეისათვის სრულიად კატასტროფულ მდგომარეობაში ვიმყოფებით სასურსათო უსარფთხოების კუთხით. მავვანნი წლების წინ ამ თემაზე დამცინოდნენ, რა უსაფრთხოება, წავალ და შემოვიტანთო. აგერ ბატონო მიდით. რუსეთიდან იმპორტი რომ დაიკეტოს, 1 თვეს გაძლებთ მაქსიმუმს, რა რაოდენობის ხორბალიც გვაქვს ქვეყანაში .

როგორ მუშაობს სქემა:

ტრაილერის მძღოლი მიდის ცივ ჩრდილოეთის ქვეყანაში, ნახავს ხორბლის მომწოდებელს, მიადგება, დატვირთავს, გადაიხდის გადასახდელებს "თეთრს-შავს" და გადმოიტანს, მოადგება წისქვილს, წისქვილი გასინჯავს, თუ ცოტა ჭირდებათ იმ დროს ხორბალი და თუ ფასზეც "მიაკაჩავეს" ჩაიბარებენ, თუ არა და გაუშვებენ. სხვა მოვაო.

რატო მოვა სხვა? დაახლოებით 400-მდე ტრაილერი მუშაობს დღეისთვის ამ საქმეზე, შემოდის მარცვალი, არცერთი წისქვილი არც კი ცდილობს შექმნას მარაგი, რატომ? ისინი ხომ კერძოა და ვერავინ დაავალდებულებს თავისუფალ ბიზნესს ვერაფერს. დღევანდელ სიტუაციაში, რუსეთი სულ რომ მოკეთე იყოს ძალიან თავისუფალად შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ის გზაც კი შეიძლება დაგვებლოკოს.

საქართველოს თავისი მარაგები კარგ-სამოვალიან წელში შეიძლება ქონდეს 150-170 ათას ტონამდე ხორბალი, ისიც მაქსიმუმ ნახევარი შეილება იყოს ვარგისი საწისქვილეთ, დანარჩენის მონაცემები არის დაბალი და მხოლოდ საფურაჟეა. საქართველოს მოხმარება კი წელიწადში 600-700 ათას ტონაზე მეტია ყოველთვის. წელიწადში 150 000 000 $-ის ღირებულების ხორბალი შემოგვაქვს რუსეთიდან.

გამოსავალი ჩემი აზრით:

ქვეყანამ უნდა შექმნას რეზერვები დაახლოებით 50 000 ტონის ფარგლებში ყოველ წელს. სასურველია ეს იყოს ადგილობრივი წარმოებით წარმოებული. როგორ?

სახელმწიფო ადგენს რომ მოსავლის აღების დროს შეიძენს ხორბალს, ამა და ამ მონაცემებით (საუბარია საწისქვილე ხორბალზე) პირობითად 50 თეთრად, ან 55 თეთრად, საშრობ გავლილი შეინახება სილოსებში, ან ამისთვის შეიძლება კაჭრეთის წისქვილკომბინატის საცავების გამოყენება, რომელიც ჩემი ინფორმაციით, 80 000 ტონაზეა. დანარჩენი ხორბალი ჩვეულებრივად არის მიმოქცევაში, იმპორტიც ხდება და თუ ამ მარაგების გახარჯვის საჭიროება არ დადგა და წელს კარგი მოსავალია მოსალდნელი, მაშინ აპრილი-მაისის პერიოდში სახელმწიფო ამ მარაგებს ამოყიდის დაახლოებით, 5 თეთრიანი ფასნამატით, რა ტრენდის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ რომ ყოველთვის იქნება საინტერესო წისქვილებისთვის... რეალიზებული ხორბლიდან ამოღებული ფულით, ამ წელს სახელმწიფო კიდევ აკეთებს ანალოგიურ შესყიდვებს და მარაგებს!

რას მივიღებთ ამით? იმას რომ ფერმერმა იცის თუ აწარმოებს ამა და ამ მონაცემების ხორბალს მას გარანტირებული აქვს რეალიზაცია კარგ ფასად, რადგან მოსავლის აღების პერიოდში ფასი 35-40 თეთრზე მეტი არაა, მას არც შენახვის ხარჯი აღარ აქვს. თუმცა, კარგი მონაცემების ხორბლის მარცვლის მისაღებად საჭიროა შესაბამისი თესლი, თესლბრუნვის და სხვა აგროღონისძიებების პრაქტიკის დახვეწა, შესაბამისი პრეპარატების გამოყენება, სარწყავის ხარჯზე გაზრდილი პროდუქტიულობა და სხვა... შესაბამისი მოვლით მიიღება მეტი შედეგი და არა 2.7 ტონა საშუალო საჰექტრო მოსავლიანობა.

ასე რომ დროა გადავიდეთ წესიერ აგრო პოლიტიკის დაგეგმარებაზე. კიდევ ერთხელ ვამბობ ეს არ არის სუბსიდია ან რამე მისდაგვარი, ესაა საკმაოდ რაციონალური მიდგომა იმისთვის რომ რამდენიმე პრობლემა ერთ დროულად გადაიჭრას.

ამოიგდეთ თავიდან ეს "მე რაა, თუ ომი მოხდება წავალთ და სხვა ქვეყნიდან შემოვიტანთ საკვეებს!",“-წერს გონაშვილი.

თაია არდოტელი