ნათია თურნავას შეფასებით, ზამთრის კურორტების დროზე ადრე დახურვა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სწორი ნაბიჯია

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ზამთრის კურორტების დროზე ადრე დახურვა სწორი ნაბიჯია ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.

„ეს პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ უკვე ამ წუთებში დავალება გაცემული მაქვს და საბაგიროების მუშაობა შეწყდება, მოხდება კონსერვაცია, მოხდება ტექნიკის კონსერვაცია, რომლებიც კურორტს ემსახურებოდა. შესაბამისად, კურორტები წყვეტენ მუშაობას და ესაა სწორი და აბსოლუტურად გამართლებული ნაბიჯი ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით“,-აღნიშნა მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.