0%-იანი  საკომისიო ყველა ტრანზაქციაზე  - გაუმჯობესებული პირობები „თიბისისგან“

„თიბისი“ მომხმარებლებს განახლებულ პირობებს სთავაზობს. ამის შესახებ ბანკმა განცხადება გაავრცელა.

„2 თვის განმავლობაში ინტერნეტ და მობაილბანკში ფიზიკური პირები ახალი, გაუმჯობესებული პირობებით ისარგებლებთ:

- 0% საკომისიო ყველა ტრანზაქციაზე

- 1%-ით მეტი წლიური სარგებელი ანაბრის ლარში გახსნისას

- პირველი წლის მომსახურება საკომისიოს გარეშე ახალი სადებეტო ბარათის შეკვეთისას

- კიდევ უფრო გაუმჯობესებული სავალუტო კურსი და გაზრდილი დღიური დასაშვები კონვერტაციის ლიმიტი,“-ნათქვამია განცხადებაში.

თაია არდოტელი