„თიბისი“ მომხმარებლებს განახლებულ პირობებს სთავაზობს. ამის შესახებ ბანკმა განცხადება გაავრცელა.
„2 თვის განმავლობაში ინტერნეტ და მობაილბანკში ფიზიკური პირები ახალი, გაუმჯობესებული პირობებით ისარგებლებთ:
- 0% საკომისიო ყველა ტრანზაქციაზე
- 1%-ით მეტი წლიური სარგებელი ანაბრის ლარში გახსნისას
- პირველი წლის მომსახურება საკომისიოს გარეშე ახალი სადებეტო ბარათის შეკვეთისას
- კიდევ უფრო გაუმჯობესებული სავალუტო კურსი და გაზრდილი დღიური დასაშვები კონვერტაციის ლიმიტი,“-ნათქვამია განცხადებაში.