ეროვნულმა ვალუტამ ფსიქოლოგიური ზღვარი გადალახა - რა ღირს დოლარი კომერციულ ბანკებში

ეროვნულმა ვალუტამ ფსიქოლოგიური ზღვარი გადალახა და 3 ლარიან ნიშნულს გადასცდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0118 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9942 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0176 ლარი შეადგინა.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რა ღირს 1 აშშ დოლარი კომერციულ ბანკებში.

"საქართველოს ბანკში" 1 დოლარის შეძენა 3.0800 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა 3.0000 ლარად.

"თიბისი ბანკის" სტანდარტულ მომხმარებლებს 1 დოლარის ყიდვა 3.0950 ლარად შეუძლიათ, ხოლო გაყიდვა - 2.9850 ლარად.

"ვითიბი ბანკში" 1 დოლარის შეძენა 3,1000 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა 2,9600 ლარად.

"ბაზის ბანკში" მომხმარებლებს 1 დოლარის ყიდვა 3.1 ლარად შეუძლიათ, ხოლო გაყიდვა - 2.96 ლარად.

"ქართუ ბანკში" 1 დოლარის შეძენა 3.0700 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა 2.9800 ლარად.

ნინი ქეთელაური