1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0807 ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0807 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0118 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0689 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3974 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3684 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0290 ლარი შეადგინა.