Renault და PSA ქარხნებს მასიურად ხურავენ

ორშაბათიდან მოყოლებული ფრანგული საავტომობილო კომპანია Renault-ის საფრანგეთში მოქმედმა ქარხნებმა გაურკვეველი ვადით მუშაობა შეწყვიტეს. მიზეზი ქვეყანაში გავრცელებული კორონავირუსია, რომლის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ქვეყნის ხელისუფლებამ სხვადასხვა ზომები მიიღო და კომპანია იძლებული გახდა ამ ვალდებულების შესაბამისად ემოქმედა.

Renault-ის განცხადებით, მის 12 საწარმოში 18,000 ადამიანია დასაქმებული. რაც შეეხება ბრენდის ევროპაში მოქმედ სხვა ქარხნებს, ეს დამოკიდებული იქნება იმ ქვეყნებში არსებულ სიტუაციასა და განკარგულებებზე.

განაგრძეთ კითხვა: