"2015 წლის საბიუჯეტო ვარიანტში პენსიების ზრდა დაგეგმილი არ არის"

2015 წლის საბიუჯეტო ვარიანტში პენსიების ზრდა დაგეგმილი არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.

ამით მინისტრმა უპასუხა შეკითხვას, დაბალი ეკონომიკური ზრდის პირობებში განიხილება თუ არა 2015 წლიდან პენსიების ზრდა და როგორია ამასთან დაკავშირებით მისი ხედვა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა 5%-იანი ზრდა დაბალი ზრდა არ არის.

"რამდენადაც მე ვიცი, ჯერ ერთი, დაბალი ეკონომიკური ზრდა არ არის 5%, უფრო მეტი, რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ამას დაბალს არ დავარქმევდი. მეორე – პენსიების ზრდა არსებულ საბიუჯეტო ვარიანტში არ არის, თუმცა ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ 5%-ზე მეტი იქნება ზრდა, ამიტომ კონსერვატიულად დავგეგმეთ და ნამატი სავარაუდოდ მიმართული იქნება მათ შორის პენსიების ზრდაზე", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.