სილქ როუდ ჯგუფი მონაწილეობს სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების ღონისძიებებში

სილქ როუდ ჯგუფი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ღონისძიებებს, რომელიც ემსახურება კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციას და კარანტინის მიზნებისთვის მზად არის გამოყოს წინანდალში სასტუმრო პარკ ჰოტელი.

ParkHotel ახალი 4 ვარსკვლავიანი სასტუმროა 70 ნომრით, რომელიც 2019 წლის შემოდგომაზე გაიხსნა. სასტუმრო სრულიად აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და მზადაა კომფორტული გარემო შესთავაზოს კარანტინში განთავსებულ ადამიანებს.

სილქ როუდ ჯგუფის სახელით გვსურს მადლობა ვუთხრათ სასტუმროს გენერალურ დირექტორს ილია საგანელიძეს და მის გუნდს გამოწვევის დროს ღირსეულად გვერდში დგომისათვის. გვჯერა, გაერთიანებული ძალისხმევით, მსოფლიო მალე გაუმკლავდება შექმნილ ვითარებას და შევძლებთ ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას.

(R)