სილქნეტის მომსახურების თითოეულ ოფისში, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაცულია ყველა პრევენციული ნორმა

სილქნეტის მომსახურების თითოეულ ოფისში, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაცულია ყველა პრევენციული ნორმა და რეკომენდაცია, როგორც თანამშრომლების, ასევე მომხმარებლის უსაფრთხოებისთვის.

სილქნეტმა COVID-19-ის საქართველოში გავრცელების პირველივე დღეებიდან ოპერატიულად მიიღო ყველა საჭირო ზომა შრომის უსაფრთხოების წესების დასაცავად, დაავადებათა კონტროლის ცენტრის და მთავრობის რეკომენდაციების შესაბამისად. ასეთი გლობალური გამოწვევის პერიოდში სატელეკომუნიკაციო სექტორი ერთ-ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგია და სილქნეტი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არ შეფერხდეს მომხმარებელთა ეფექტიანი მომსახურება. კომპანია მომხმარებელს შეახსენებს ყველა იმ დისტანციური თვითმომსახურების საშუალებების/სერვისების შესახებ, რაც გამორიცხავს ოფისში მისვლის აუცილებლობას. თუმცა, გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, ოფისში მისულ მომხმარებელს ყველა პრევენციული ზომების დაცვით მოემსახურებიან. დაცულია როგორც მომსახურე პერსონალის, ასევე აბონენტის ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

მთელი საქართველოს მასშტაბით, პერიოდულ რეჟიმში, რეკომენდაციების გათვალისწინებით, მიმდინარეობს ყველა მომსახურების ოფისის, სილქნეტის ყველა შენობის დეზინფიცირება, კომპანიის თანამშრომლები საჭირო ეკიპირებით არიან აღჭურვილი, მათ აქვთ რეზინის ხელთათმანები და პირბადეები, დაცულია საჭირო დისტანცია მომსახურე პერსონალსა და აბონენტს შორის. დამატებით, სილქნეტის ყველა მომსახურების ოფისი, უზრუნველყოფილია სადეზინფექციო ხსნარით.

მომსახურების ოფისები აეროპორტებში (თბილისი, ქუთაისი და ბათუმი) დროებით დაკეტილია. ამასთან ერთად, კომპანიაში მიმდინარეობს აქტიური შიდა კომუნიკაცია სრული ინფორმირებულობისთვის, როგორც კომპანიის მიერ გატარებული პრევენციული ზომების, ასევე ზოგადი უსაფრთხოების დაცვის კუთხით. ბოლო პერიოდში, ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსული თანამშრომლები იმყოფებიან 14 დღიან იზოლაციაში. გაუქმდა ყველა მნიშვნელოვანი ბიზნეს ვიზიტი უცხოეთში. ასევე, ადრეული პრევენციის მიზნით, ვირუსის საყოველთაო გავრცელებამდე დიდი ხნით ადრე, კომპანიამ სტრატეგიული პროექტი შეაჩერა და გააუქმა ერთ-ერთი უმსხვილესი უცხოელი პარტნიორის ვიზიტი.

ჩვენთვის ადამიანი უმთავრესი ფასეულობაა და სილქნეტი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს იმისათვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და ამავდროულად, ვუზრუნველყოთ თქვენი - მომხმარებლის შეუხერხებელი მომსახურება.

(R)